ფეხბურთი

19:35 | 27.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვალტერ დე მაჯო: "კვარაცხელია ვინისიუსზე ბევრად მაგარია"

ნეაპოლელმა ჟურნალისტებმა ვალტერ დე მაჯომ და ვინჩენცო პერნამ Radio Kiss Kiss-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელია ვინისიუსს შეადარეს და ასევე თქვეს, რომ ის მარიო რუისთან ერთად უკეთ თამაშობს, ვიდრე მატიას ოლივერას გვერდით.

ვინჩენცო პერნა: „მარიო რუი ითამაშებს იმისთვის, რომ კვარაცხელიამ საუკეთესო თვისებები გამოავლინოს. რუი სიღრმეში უტევს და კვარაცხელიაც ამ შემთხვევაში დამანგრეველი ხდება. ჩემი აზრით, ხვიჩა მხოლოდ მბაპესა და ვინისიუსის უკანაა, მაგრამ კაკას ნუ შევადრებთ. დღეს, კვარაცხელია „რეალში“ ვერ ითამაშებდა, რადგან იქ ვინისიუსია და ერთად რომ ეთამაშათ, რომელიმეს პოზიციის შეცვლა მოუწევდა“.

ვალტერ დე მაჯო: „როდესაც მარიო რუი მოედანზე, კვარაცხელია უკეთ თამაშობს, ვიდრე როდესაც ოლივერა თამაშობს. ვფიქრობ, რომ კვარა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელ ვინისიუსზე ბევრად ძლიერია“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 29 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „მილანს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106918