ფეხბურთი

15:44 | 26.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

პროკურატურამ ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ საქმე დახურა

შვეიცარიის პროკურატურამ ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი შეწყვიტა - გვამცნობს ფიფას პრესსამსახური.

ფიფას პრეზიდენტის მიმართ გამოძიება 2020 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობდა. ფუნქციონერს ბრალი წაუყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამსახურებრივი საიდუმლოების დარღვევასა და სისხლის სამართლებრივი დევნის შეფერხებაში, მისი შეხვედრების გამო მიხაელ ლაუბერთან, რომელიც იმ დროს შვეიცარიის ფედერალური პროკურორი გახლდათ.

„ეს არის სრული და ცხადი გამარჯვება ჩემთვის, ახალი ფიფასა და სამართლიანობისთვის! ახლა უკვე ნათელია, რომ ჩემს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება სხვა არაფერი იყო, თუ არა ღარიბი, შურიანი და კორუმპირებული ადამიანების მცდელობა, შეერყიათ ჩემი რეპუტაცია.

თუ ამ ადამიანებს ღირსება დარჩათ, ცოტაოდენი წესიერება მაინც უნდა გამოიჩინონ და ბოდიში მოიხადონ თავიანთი საქციელისა და მიყენებული ზიანისთვის. გამოძიება ნამდვილად სრულად და ცალსახად ადასტურებს, რომ მე ყოველთვის კანონიერად და სწორად ვმოქმედებდი, ყოველთვის ვიცავდი ექსკლუზიურად ფიფას და ფეხბურთის ინტერესებს“, - ციტირებს ფიფას პრესსამსახური ინფანტინოს სიტყვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117561