ფეხბურთი

1:37 | 26.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ლილის" წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა"

კონფერენს ლიგის მესამე ტურში ბრატისლავის „სლოვანი“ სტუმრად ფრანგულ „ლილს“ დაუპირისპირდება. მატჩამდე გურამ კაშიამ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა:

„ლილი“ ტოპ ევროპული გუნდია, ჩვენთვის გამოწვევა იქნება მათ წინააღმდეგ დადებითი შედეგისთვის ბრძოლა. კარგად დავიწყეთ და გვინდა ასე გავაგრძელოთ. სტადიონი შეიძლება სავსე იყოს და ყოველთვის სასიამოვნოა დიდი აუდიტორიის წინაშე თამაში. ჩვენთვის ეს მოტივაციაა, მაგრამ ყურადღებას ჩვენს თამაშზე გავამახვილებთ. ჯონათან დავიდი შესანიშნავი ფეხბურთელია, ნიჭიერია, მაგრამ მხოლოდ მასზე არ ვიქნებით კონცენტრირებული“, - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ „სლოვანი“ ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს, „ლილი“ კი 4 ქულით მეორე ადგილზეა. ამ გუნდების მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113323