ფეხბურთი

1:05 | 26.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე უგოლოდ, "სიტი" თითქმის მერვედფინალშია

ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ტურის მატჩები დარჩენილ ჯგუფებშიც გაიმართა, რის შედეგადაც, სიტუაცია კიდევ უფრო საინტერესო გახდა.

E ჯგუფში დღის ნაადრევ შეხვედრაში „ფეიენოორდმა“ „ლაციო“ 3:1 დაამარცხა, რითაც უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფში გალიდერდა, რადგან მადრიდის „ატლეტიკომ“ გლაზგოში „სელტიკთან“ ვერ მოიგო.

დიეგო სიმეონეს გუნდი ორჯერ აგებდა და მარცხს ანტუან გრიზმანისა და ალვარო მორატას გოლებით გადაურჩა - 2:2. ეს შოტლანდიელებისთვის პირველი ქულაა, ზოგადად კი, ჯგუფში საინტერესო ვითარებაა: „ფეიენოორდი“ 6 ქულა, „ატლეტიკო“ 5 ქულა, „ლაციო“ – 4 ქულა. ასე რომ, სამივე გუნდს აქვს შანსი მერვედფინალში გავიდეს.

„სელტიკი“ – „ატლეტიკო“ 2:2 (2:1)

გოლები: 1:0 ფურუჰაში (4), 1:1 გრიზმანი (25), 2:1 პალმა (28), 2:2 მორატა (53)

1. ფეიენოორდი 3 2 0 1 7 4 3 6
2. ატლეტიკო 3 1 2 0 6 5 1 5
3. ლაციო 3 1 1 1 4 5 -1 4
4. სელტიკი 3 0 1 2 3 6 -3 1

ე.წ. „სიკვდილის ჯგუფში“ „პარი სენ-ჟერმენმა“ „მილანს“ ადვილად აჯობა - 3:0. კილიან მბაპემ, რანდალ კოლო მუანიმ და კან-ინ ლიმ იტალიელებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. აღსანიშნავია, რომ პსჟ-მ „მილანი“ ისტორიაში პირველად დაამარცხა (მეხუთე ცდაზე). „მილანს“ ჩემპიონთა ლიგაზე 5 მატჩია გოლიც არ გაუტანია - მიმდინარე სეზონის სამ შეხვედრაში და წინა სეზონის ბოლო ორ მატჩში (ინტერთან ნახევარფინალებში)... მეტიც, "მილანი" პირველი იტალიური კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ხუთ მატჩში გოლი ვერ გაიტანა.

ამ ჯგუფის მეორე მატჩში „ნიუკასლ იუნაიტედი“ „სენტ ჯეიმს პარკზე“ „დორტმუნდთან“ დამარცხდა - 0:1. ამგვარად, ჯგუფში ძალიან დაძაბული სიტუაცია შეიქმნა:

პსჟ ლიდერია (6), „დორტმუნდს“ და „ნიუკასლს“ 4-4 ქულა აქვთ, „მილანს“ მხოლოდ 2, მაგრამ შანსი ცხადია აქვს, მით უფრო, მომდევნო სამი ტურიდან ორჯერ შინ ითამაშებს.

„ნიუკასლი“ – „დორტმუნდი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ნმეჩა (45)

„პარი სენ-ჟერმენი“ – „მილანი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 მბაპე (32), 2:0 კოლო მუანი (53), 3:0 კან-ინ ლი (89)

1. პარი სენ-ჟერმენი 3 2 0 1 6 4 2 6
2. დორტმუნდი 3 1 1 1 1 2 -1 4
3. ნიუკასლი 3 1 1 1 4 2 2 4
4. მილანი 3 0 2 1 0 3 -3 2

ეს არის ჯგუფი, სადაც ალბათ ყველაფერი გადაწყვეტილია - „ლაიფციგმა“ „ცრვენა ზვეზდას“ და „მანჩესტერ სიტიმ“ „იანგ ბოიზს“ მოუგო, ორივე ერთნაირად (3:1). „სიტი“ 9 ქულით ლიდერია, „ლაიფციგი“ 6 ქულით მეორე. ამ ჯგუფში მხოლოდ ისაა გასარკვევი, ვინ გავა მესამე ადგილზე და გადაინაცვლებს ევროპა ლიგაზე - „იანგ ბოიზი“ თუ „ცრვენა ზვეზდა“.

„ლაიფციგი“ – „ცრვენა ზვეზდა“ 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 რაუმი (12), 2:0 სიმონსი (59), 2:1 სტამენიჩი (70), 3:1 დანი ოლმო (84)

„იანგ ბოიზი“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:3 (0:0)

გოლები: 0:1 აკანჯი (48), 1:1 ელია (52), 1:2 ჰოლანდი (67), 1:3 ჰოლანდი (86)

1. მანჩესტერ სიტი 3 3 0 0 9 3 6 9
2. ლაიფციგი 3 2 0 1 7 5 2 6
3. იანგ ბოიზი 3 0 1 2 4 8 -4 1
4. ცრვენა ზვეზდა 3 0 1 2 4 8 -4 1

„ბარსელონამ“ „შახტარს“ 2:1 ნაადრევ მატჩში აჯობა, სადაც ირაკლი აზაროვი საგოლე პასით გამოირჩა. „პორტუმ“ კი „ანტვერპენთან“ ტაიმი წააგო, თუმცა, მეორე ნახევარში მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა და ადვილად იმარჯვა. „ბარსელონა“ ამ ჯგუფიდან პრაქტიკულად გასულია, წესით, არც „პორტუს“ ექნება პრობლემები.

„ანტვერპენი“ – „პორტუ“ 1:4 (1:0)

გოლები: 1:0 იუსუფი (37), 1:1 ევანილსონი (46), 1:2 ეუშტაკიო (54), 1:3 ევანილსონი (69), 1:4 ევანილსონი (84)

1. ბარსელონა 3 3 0 0 8 1 7 9
2. პორტუ 3 2 0 1 7 3 4 6
3. შახტარი 3 1 0 2 5 7 -2 3
4. ანტვერპენი 3 0 0 3 3 12 -9 0
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111782