ფეხბურთი

18:10 | 25.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტურინული გამოცემა: "საზონოვს ახლა მეტი დრო მიეცემა, მაგრამ სწრაფად უნდა გაიზარდოს"

ტურინული გამოცემა Toro.it საბა საზონოვის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სათაურით - საზონოვს მეტი სათამაშო დრო ექნება, მაგრამ სწრაფად უნდა გაიზარდოს.

„ივან იურიჩი „ტორინოსთვის“ რთული პერიოდია, რომელმაც პერ სხუურსი „ინტერთან“ მატჩში დიდი ხნით დაკარგა. მას შემდეგ, რაც „გრანატას“ მაისური ჩაიცვა, ნიდერლანდელი იყო მწვრთნელისთვის დაცვის ხაზის ამოსავალი წერტილი, მაგრამ ახლა მის გარეშე ყოფნა დიდი ხანი მოუწევს. გარდა ამისა, ალესანდრო ბონჯორნო ისევ ლაზარეთშია. ეს არის საგანგებო მდგომარეობა დაცვის ხაზში, მაგრამ იურიჩი სიტუაციას ნაწილობრივ გამოასწორებს საბა საზონოვის გამოყენებით.

ლაზარეთში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ქართველს რა თქმა უნდა, მეტი სათამაშო დრო ექნება. თუმცა, ის აუცილებლად უნდა გაიზარდოს და შეავსოს ის ხარვეზები, რომლებიც გამოჩნდა „ინტერის“ წინააღმდეგ. პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორე ნახევარში მარკუს ტურამმა ყველაფერი ადვილად გააკეთა, სწორედ მაშინ, როცა მოსკოვის „დინამოს“ ყოფილი მცველი მეურვეობდა. „ინტერთან“ მოედანზე საზონოვის ყოფნის პერიოდში (მაგრამ უპირველეს ყოვლისა ბონჯორნოსა და სხუურსის გარეშე) „ტორომ“ მთლიანად დაკარგა წონასწორობა და სიმყარე, რომლითაც ბოლო წლებში გამოირჩეოდა. სწორედ ამიტომ, 21 წლის მცველს მოუწევს სწრაფად გაზრდა. სხუურსის ტრავმით დაცვის კარი იხსნება ქართველისთვის, რომელიც საიმედო მოთამაშე უნდა გახდეს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვმა „ტორინოს“ მაისურით მიმდინარე სეზონში 3 მატჩი ჩაატარა, თუმცა, არც ერთში 90 წუთი არ უთამაშია. ტურინელები, რომელთაც ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუტანიათ, უახლოეს მატჩს „ლეჩესთან“ ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127182