ფეხბურთი

22:47 | 24.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" და "ინტერმა" მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ სტამბოლში „გალათასარაის“ ესტუმრა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

როგორც ანგარიშიდან ჩანს, ასე ადვილი არ ყოფილა გერმანული გრანდისთვის თურქეთში თამაში. კინგსლი კომანის სწრაფ გოლს პირველივე ტაიმში მაურო იკარდიმ უპასუხა. ზოგადად, მეორე ტაიმის შუა ნაწილამდე „გალათასარაი“ ბევრად კარგად თამაშობდა და ნამდვილად იმსახურებდა მეორე გოლსაც, მაგრამ კლასი დააკლდა.

სამაგიეროდ, კლასი არ აკლია ჰარი კეინს და ზოგადად, „ბაიერნს“ ინგლისელმა მატჩის მიწურულს გოლი და საგოლე პასი მიითვალა, რითაც მიუნხენელებს მოაგებინა. „ბაიერნს“ სამ ტურში 9 ქულა აქვს, „გალათასარაის“ – 4.

D ჯგუფში „ინტერმა“ „ზალცბურგის“ დამარცხება მოახერხა. სიმონე ინძაგის გუნდი ალექსის სანჩესის გოლით დაწინაურდა, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში ოსკარ გლუხმა უპასუხა. თუმცა, მალევე ჰაკან ჩალჰანოღლუმ პენალტი გაიტანა და იტალიელებს მოაგებინა - 2:1.

„ინტერი“ 7 ქულით პირველ ადგილზეა ჯგუფში, ხოლო „ზალცბურგს“ 3 ქულა გააჩნია.

„გალათასარაი“ 1:3 „ბაიერნი“ (1:1)

გოლები: 0:1 კომანი (8), 1:1 იკარდი (30. პენ), 1:2 კეინი (73), 1:3 მუსიალა (79)

„ინტერი“ – „ზალცბურგი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 სანჩესი (19), 1:1 გლუხი (57), 2:1 ჩალჰანოღლუ (64, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114489