ფეხბურთი

0:12 | 22.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირის ბრწყინვალე საგოლე პასი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-12 ტურში პოზნანის „ლეხმა“ „ლოძი“ 3:1 დაამარცხა, ნიკა კვეკვესკირმა კი საგოლე პასი გააკეთა.

ქართველი ფეხბურთელი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო და 81-ე წუთზე გასაოცარი საგოლე პასი მიითვალა, რის შედეგადაც კრისტოფერ ველდემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ნიკას მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 1 საგოლე პასი აქვს ანგარიშზე. ქართველს სეზონის სტარტზე ტრავმის გამო ბევრი მატჩი გაუცდა.

„ლეხი“ 23 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 24 ოქტომბერს, „იაგელონიას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117823