ფეხბურთი

14:10 | 21.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდერ-არნოლდი ავარიაში მოჰყვა

„ლივერპულის“ ფეხბურთელი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ავარიაში მოჰყვა. ინციდენტი გუშინ მოხდა.

ინგლისელი ფეხბურთელი „რენჯ როვერის“ მარკის ავტომობილით მიდიოდა, როდესაც ძლიერი ქარის გამო მაღალი ძაბვის ბოძი წაიქცა და მისი მანქანიდან რამდენიმე სანტიმეტრში დაეცა.

ტრენტმა რეაგირების მოხდენა მოასწრო, მაგრამ BMW-ის მარკის ავტომანქანას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა, თუმცა, ბრიტანული პრესა წერს, რომ ტრენტი სიკვდილს სასწაულებრივ გადაურჩა.

ფეხბურთელს დაზიანება არ მიუღია და წესით დღეს, ლივერპულურ დერბიში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122415