ფეხბურთი

18:05 | 13.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "რთული ღამე იყო, მაგრამ ვინც წესს არღვევს, საფასურიც უნდა გადაიხადოს"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ნიკოლო ძანიოლოსა და სანდრო ტონალიზე ისაუბრა, რომლებიც ფსონების განთავსებაში არიან ეჭვმიტანილი. სწორედ ამიტომ, ორივე ფეხბურთელმა იტალიის ნაკრების შეკრება დატოვა.

„რთული ღამე იყო, განსხვავებული, რადგან ძალიან დიდი გულისწყვეტა ვანხეთ. მთელი გუნდი ახლოსაა ტონალისა და ძანიოლოსთან. დამწუხრებული იყვნენ, გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, როცა სიტუაცია დამშვიდდება, ახლა ყველას ყურადღება მათზეა მიმართული. თუმცა, თუ მათ დარღვევები ჩაიდინეს, სწორია, რომ საფასურიც გადაიხადონ.

ისინი იმიტომ გავუშვი, რომ ასეთ მატჩებში ორ შოკირებულ ბიჭს ვერ დავეყრდნობოდი. იმედი მაქვს, ისინი, რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდებიან“, - თქვა სპალეტიმ.

როგორც იტალიური მედია წერს, ძანიოლომ და ტონალიმ გამომძიებლებს უთხრეს, რომ ისინი ფსონებს პოკერსა და ბლექჯეკზე დებდნენ, მაგრამ არა ფეხბურთზე. თუმცა, გამოძიება მიმდინარეობს. პირველი წყარო, ფაბრიციო კორონა კი იტყობინება, რომ ისინი ფეხბურთზე აკეთებდნენ ფსონებს, ძანიოლო სულაც „რომას“ მატჩებში, როდესაც ის გუნდში ირიცხებოდა და საქმეში დედამისიც არის ჩართული.

სხვათა შორის, დღესვე კიდევ ერთი ფეხბურთელის ვინაობა გამოჩნდა ფსონების სკანდალში - „რომას“ მცველის, ნიკოლა ჟალევსკის...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11228