ფეხბურთი

21:22 | 10.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "ჩემი აზრით, შეგვიძლია კარგი ფეხბურთით გამარჯვების მოპოვება"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ტაილანდთან და კვიპროსთან მატჩების წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, სექტემბერში დაშვებული შეცდომები უნდა გამოასწორონ.

"გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. უნდა გამოვასწოროთ სექტემბერში დაშვებული შეცდომები. მიზანი, ორივე თამაშის მოგებაა. კვიპროსი რთული მეტოქეა და ჩემი აზრით, შეგვიძლია კარგი ფეხბურთით გამარჯვების მოპოვება. რაც შეეხება ტაილანდის ნაკრებთან მატჩს, გუნდში ბევრი ფეხბურთელია გამოძახებული და ალბათ ყველას მიეცემა თამაშის საშუალება", - თქვა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, ამხანაგურ მატჩში, ტაილანდის ნაკრებს დაუპირისპირდება (20:00 საათი). 15 ოქტომბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში კი, საქართველოს ნაკრები კვიპროსს უმასპინძლებს (17:00 საათი). ორივე მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115856