ფეხბურთი

16:40 | 10.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"თელავის" მწვრთნელად ბერძენი სპეციალისტი დაინიშნა

„თელავის“ მთავარ მწვრთნელად გეორგიოს კოსტისი დანიშნეს, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ბერძენმა სპეციალისტმა გიორგი მიქაძე შეცვალა, რომელმაც კარიერის „საბურთალოში“ გაგრძელება ამჯობინა.

კოსტისი ფეხბურთელობისას გახლდათ გერმანული "ნიურნბერგის", ბერძნული კლუბების ("ირაკლისი", "პანახაიკი", ვოლოსის "ოლიმპიაკოსი) და კვიპროსული კლუბების (ნიქოზიის "ოლიმპიაკოსი", პაფოსის აელ, კატოკოპიასის "დოქსა", არადიპუს "ომონია") მოთამაშე, კარიერა 2011 წელს დაასრულა და ფაქტობრივად, მაშინვე დაიწყო მწვრთნელობა კვიპროსის ცნობილ და ტიტულოვან კლუბ "აპოელში", სადაც 10 წელი გაატარა, გახლდათ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პირველი თანაშემწე და ერთხანს, მთავარი მწვრთნელიც.

შეგახსენებთ, რომ „თელავი“ ეროვნულ ლიგაში 29 ტურის შემდეგ 31 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113416