ფეხბურთი

16:13 | 9.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდელი ჟურნალისტი: "მიქაუტაძე ცოტას მოძრაობს და იდეებიც არ აქვს"

ESPN-ს ანალიტიკოსმა კეს კვაკმანმა გიორგი მიქაუტაძე გააკრიტიკა. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ფეხბურთელი ძალიან ცუდად თამაშობს და პრაქტიკულად ვერაფერს აჩვენებს, რაც „აიაქსის“ დონის ფეხბურთელმა უნდა აჩვენოს.

„ბურთით ძალიან მოუქნელია, ცოტას მოძრაობს, იდეები პრაქტიკულად არ აქვს. ღმერთო ჩემო, ნამდვილად მესმის, რომ შეიძლება არ იყოს სრულიად სამართლიანი ინდივიდუალურად ვინმეს გამოყოფა გუნდიდან, რომელიც ცუდად თამაშობს, მაგრამ ის ყველგან აგვიანებს, კომბინაციებში ვერ მონაწილეობს. ყველაფრის მიუხედავად ცალკეულ ფეხბურთელებში რაღაც პოზიტიური შეიმჩნევა, მაგალითად ფორბსი აჩვენებს რაღაცას, თუმცა, მიქაუტაძეს და კიდევ რამდენიმეს ნამდვილად არაფერი უჩვენებიათ“, - თქვა კვაკმანმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსში“ 3 მატჩი ჩაატარა, გოლი არ გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11449