ფეხბურთი

2:08 | 9.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება კვარაცხელიაზე: "გუნდს მხოლოდ მისი გამონათებები ანათებს"

იტალიურმა მედიამ „ფიორენტინასთან“ (1:3) ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა. ცხადია, ამჯერად მას კარგი შეფასება არ მიუღია, მაგრამ თანაგუნდელთა შორის მაინც გამორჩეული იყო, მიუხედავად იმისა, რომ კარგი თამაში არ ჩაუტარებია.

Tuttomercatoweb 6 ქულა - „რთულ მომენტებში ცდილობდა გუნდი მხრებით ეტარებინა და ეძებდა სივრცეებს, რომ თავისი თამაშით გავლენა მოეხდინა. უკეთესი იყო, როცა მარჯვნივ გადავიდა, მატჩის ბოლოს უკეთ ითამაშა“.

Eurosport 5.5 ქულა - „მინდა, მაგრამ არ შემიძლია. სეზონის სტარტი ამ ნარატივით მიდის. ეძებს სწორად თამაშისთვის სივრცეს, მაგრამ განსაკუთრებული კონკრეტული ეფექტი არ აქვს“.

Calciomercato 5.5 ქულა - „გამონათებები, განსაკუთრებით, როცა თავისუფალი სივრცე აქვს. თუმცა, მთლიანობაში, მას კაიოდემ აჯობა. როდესაც მარჯვნივ გადადის, ის უფრო სახიფათო ხდება“.

Sport.virgilio 5.5 ქულა - „ცდილობს ჩვეულად თამაშს და ფინტებს, მაგრამ იკონესა და კაიოდეს ორმაგი მეურვეობის წინააღმდეგ უწევს თამაში. თუმცა, მხოლოდ მისი გამონათებები ანათებს გუნდს“.

Tuttonapoli 5.5 ქულა - „სტარტზე კარგი სვლები აქვს, მეორე ტაიმში კაიოდემ ზომები მიიღო და ბოლოს ნერვიულობს. ქაოტურ დასასრულში ის რაღაცის შექმნას ცდილობს, მაგრამ ვერ პოულობს თანაგუნდელებთან ურთიერთგაგებას“.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 მატჩი აქვს ჩატარებული, 1 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი გააკეთა და 2 პენალტი მოიპოვა.

„ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში მესამე მარცხი განიცადა და ყველა საკუთარ მოედანზე - „ლაციოსთან“, „რეალსა“ და „ფიორენტინასთან“. „აძური“ 8 ტურის შემდეგ სერია A-ში 14 ქულით მეხუთე ადგილზეა და 21 ოქტომბერს, სტუმრად „ვერონას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109752