ფეხბურთი

17:22 | 8.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალის" იოლი მოგება "შუქურასთან"

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოლეკსანდრ პაკლონსკის კარგი დებიუტი ჰქონდა - იმერულმა გუნდმა ეროვნული ლიგის 29-ე ტურში ქობულეთის „შუქურა“ 5:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმში დუბლით გამოიჩინა თავი გიორგი სულაქველიძემ, მეორე ნახევარში კი ნიკა ხორხელმა, დენის ბალანიუკმა და დემურ ჩიხლაძემ გაიტანეს.

მოედანზე საუკეთესო ცალსახად ბალანიუკი იყო, რომელმაც გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა და გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

„სამგურალი“ 46 ქულით მესამე ადგილზე აღზევდა, ხოლო „შუქურა“ 8 ქულით ბოლო ადგილზეა და ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი პრაქტიკულად აღარ აქვს.

„სამგურალი“ – „შუქურა“ 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 სულაქველიძე (17), 2:0 სულაქველიძე (28), 3:0 ნ. ხორხელი (48), 4:0 დენის ბალანიუკი (58), 5:0 ჩიხლაძე (64)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12317