ძიუდო

21:58 | 7.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

შალვა გურეშიძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია

შალვა გურეშიძე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალს დაეუფლა.

+100 კგ წონით კატეგორიაში გურეშიძემ გერმანიის სახელით მოასპარეზე დანიელ უძილაური, თურქი მუნირ ერტუგი, კვიპროსელი იანის ანტონიუ დაამარცხა, რის შედეგადაც ფინალში გავიდა, სადაც კიდევ ერთ თურქს, იბრაჰიმ ტატაროღლუს შეხვდა, რომელიც დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

დღესვე უმედლოდ დარჩა გიორგი ბადუაშვილი (100 კგ), რომელმაც პირველივე წრეში იაპონელ დოტა არაისთან წააგო, ხოლო ქალთა შორის ნინო პაპიძემ (+78 კგ) მონღოლ ენხზულ ენხბაიარს აჯობა, მაგრამ მერე ნიდერლანდელ პაულინ სვეერსთან მარცხი განიცადა.

საქართველოს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა - გურეშიძემ ოქრო და ალექსანდრე ლოლაძემ ვერცხლი. 8 ოქტომბერს, ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა გუნდურში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120868