ფეხბურთი

21:06 | 7.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

„შტუტგარტი“ მიმდინარე ბუნდესლიგაში პირველად გალიდერდა

გერმანული ბუნდესლიგის მე-7 ტურის მატჩში „შტუტგარტმა“ შინ „ვოლფსბურგი“ 3:1 დაამარცხა, 18 ქულა მოაგროვა და მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა.

სებასტიან ჰიონესის შეგირდები 66-ე წუთამდე აგებდნენ, მაგრამ შემდეგ გვინეელი შემტევის, სერუ გირასის დრო დადგა, მან ჰეთ-თრიქი შეასრულა და თავისიანებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვრებინა.

„დორტმუნდი“ „უნიონთან“ აგებდა, თუმცა ხასიათი გამოავლინა და 4:2 დაამარცხა. ედინ ტერზიჩის გუნდმა 17 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზეა. თუმცა ლევერკუზენის „ბაიერი“ კვირას შინ „კიოლნს“ ეთამაშბა და წარმატების შემთხვევაში კვლავ გალიდერდება.

„აუგსბურგმა“ შინ „დარმშტადთან“ 1:2 წააგო, „ლაიფციგი“ კი „ბოხუმს“ უგოლოდ დაშორდა.

0.12626