ფეხბურთი

19:25 | 7.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა ჯიღაურის გოლი უზბეკეთის ჩემპიონატში

უზბეკეთის ჩემპიონატში „ნასაფ ქარშიმ“ „ნეფთჩი“ 2:0 დაამარცხა, ერთი გოლი კი ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც მოედანზე 67-ე წუთამდე იყო, ანგარიში 42-ე წუთზე გახსნა. ჯიღაურს მიმდინარე სეზონში 9 მატჩში ორი გოლი აქვს გატანილი უზბეკეთის ჩემპიონატში.

„ნასაფ ქარში“ 39 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „მეტალურგს“ 27 ოქტომბერს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099083