ფეხბურთი

14:16 | 7.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ფეხბურთელი: "კვარა ზედმეტ წნეხში არ უნდა მოექცეს, მარადონასთან შედარება საჭირო არაა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ბაიანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, დიეგო მარადონასთან შედარება საჭირო არ არის და ქართველს მშვიდად განვითარების საშუალება უნდა მისცენ, წნეხის გარეშე.

„რაც მან აჩვენა, გამოჩნდა, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელია. თვისებები აქვს და შეუძლია სერია A-ს ყველაზე დიდი სიურპრიზი იყოს, ამას ვისურვებდი მისთვის და პირველ რიგში „ნაპოლის“ გამო. თუმცა, აბსურდულ და მკრეხელურ შედარებებს არ გავაკეთებდი, ვიცი, რომ მას კვარადონას ეძახიან, მაგრამ მოდი, დიეგოს შევეშვათ და პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართველს ზედმეტი წნეხის გარეშე განვითარების საშუალება მივცეთ“, - თქვა ბაიანომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 8 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე ფლორენციის „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება. ბაიანოს "ნაპოლისა" და "ფიორენტინაშიც" აქვს ნათამაშები, ის დიეგო მარადონას თანაგუნდელიც იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100265