ფეხბურთი

14:24 | 6.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიამ საქართველოსთან მატჩისთვის კვიპროსის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომლის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

კვიპროსი თბილისში ასეთი შემადგენლობით ჩამოვა:

მეკარეები: ჟოელ მოლი (სერვეტი), ნეოფიტოს მიხაელი (ანორთოსისი), დიმიტრის დიმიტრიუ (აპოლონი)

მცველები: ანდრეას კარო (ოფი), ანდერსონ კორეა (ანორთოსისი), სტელიოს ანდრეუ (შარლერუა), მინას ანტონიუ (ანორთოსისი), ნიკოლას იოანუ (კომო), პავლოს კორეა (ანორთოსისი), მარიოს ანტონიადისი (დოქსა), ნიკოლას პანაგიოტუ (ომონია), კოსტას პელეასი (პანსერაიკოსი)

ნახევარმცველები: ხარალამბოს ხარალამბუსი (ომონია), ალექს გოგიჩი (სენტ მირენი), გრიგორის კასტანოსი (სალერნიტანა), იოანის კუსულოსი (ომონია), მიხალის იოანუ (ანორთოსისი), სტავროს გავრიელი (აპოელ), ექტორ კიპრიანუ (პიტერბრო), ხარალამბოს კირიაკუ (აპოლონი)

თავდამსხმელები: დიმიტრის ხრისტოფი (ახნასი), ანდრონიკოს კაკულისი (ომონია), ლოიზოს ლოიზუ (ომონია), იოანის პიტასი (აიკ), მარიოს ელია (ახნასი)

შეგახსენებთ, რომ საქართველო-კვიპროსის მატჩი 15 ოქტომბერს, „მიხეილ მესხზე“ გაიმართება და თამაში 17:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114055