კალათბურთი

23:21 | 10.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გელაზონია კარიერას ესპანეთში გააგრძელებს

20 წლის ქართველი კალათბურთელი შოთა გელაზონია (სიმაღლე 205 სმ.) ესპანეთის რანგით მე-4 ლიგა – EBA-ში ჩაირიცხა და “გრუპო ინეკ ზამორას” ღირსებას დაიცავს.

ცნობისთვის, აღნიშნულ დივიზიონში გუნდები ექვს ჯგუფში არიან გადანაწილებულნი, ქართველი ცენტრის ახალი გუნდი კი მე-2 A-B ლიგაშია, სადაც მის გარდა, კიდევ 10 კლუბი ირიცხება.

გელაზონიამ გასულ სეზონი “შსს აკადემიაში” გაატარა და 11 მატჩში მისი საშუალო მონაგარი 4.5 ქულა და 2.0 მოხსნა იყო. 2012-13 წლების სეზონში შოთამ თბილისის “დინამოს” მაისურით 13 თამაში ჩაატარა და საშუალოდ 2.0 ქულას და 2.0 მოხსნას აგროვებდა.

2013 წელს გელაზონიამ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების რიგებში ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონშიც ითამაშა, სადაც 9 მატჩში მისი საშუალო მაჩვენებლები 6.0 ქულა და 6.0 მოხსნა იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109662