ფეხბურთი

0:42 | 3.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინოს" პრეზიდენტი: "სანამ მოედანზე იყო, საზონოვი ძალიან მომეწონა"

„ტორინოს“ პრეზიდენტმა ურბანო კაირომ „ვერონასთან“ მატჩის შემდეგ საბა საზონოვი შეაქო და თქვა, რომ მისი თამაში ძალიან მოეწონა.

„სანამ საზონოვი მოედანზე იყო, ძალიან მომეწონა, ასევე „ლაციოს“ წინააღმდეგაც. ვნახოთ, დაუბრუნდება თუ არა, გუნდს მომდევნო მატჩამდე“, - განაცხადა კაირომ.

შეგახსენებთ, რომ „ტორინოს“ 9 ქულა აქვს მოპოვებული და მომდევნო ტურში, 7 ოქტომბერს, სტუმრად „იუვენტუსთან“ ტურინულ დერბიში თამაში მოუწევს. საზონოვმა „ტორინოს“ რიგებში დღემდე ორჯერ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128176