ფეხბურთი

17:32 | 2.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" 6:0 მოიგო, გიორგი წიტაიშვილმა ჰეთ-თრიქი შეასრულა

საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტური აჭარული დერბით გაიხსნა, რომელშიც „დინამო ბათუმმა“ „შუქურას“ სტუმრად 6:0 აჯობა.

ამ მატჩში გამოსარჩევია გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. მან მეტოქეს სამივე გოლი პირველ ტაიმში გაუტანა. თითოჯერ თავი გიორგი ზარიამ, პაატა ღუდუშაურმა და ალექსანდერ იაკობსენმა გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ ბათუმელებმა 6-დან 3 გოლი პენალტით გაიტანეს.

„დინამო ბათუმი“ 62 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში „საბურთალოს“ ეთამაშება, ხოლო „შუქურას“ მხოლოდ 8 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი „სამგურალთან“ ჩაატარებს.

ეროვნული ლიგის 28-ე ტურში კიდევ ერთი მატჩი გაიმართა „სამგურალსა“ და „გაგრას“ შორის, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. პირველი ტაიმი სტუმრებმა გიორგი ლომთაძის გოლით მოიგეს, რომელმაც ანგარიში პენალტით გახსნა. იმერლებს გათანაბრება 36-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ტაიკი კაგაიამამ პენალტი ვერ გაიტანა.

სამაგიეროდ, მეორე ტაიმის სტარტზე დენის ბალანიუკმა შეძლო პენალტის გატანა და წონასწორობა აღადგინა. 4 წუთში კაგაიამამ შეცდომა გამოასწორა და „სამგურალი“ წინ გაიყვანა, თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე სტუმრებს ქულა ჯუსტინ შონგამ მოუტანა.

„სამგურალი“ 43 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში „შუქურას“ შეხვდება, ხოლო „გაგრა“ 23 ქულით მეცხრე ადგილს იკავებს და წინ „თელავთან“ მატჩი ელოდება.

„შუქურა“ – „დინამო ბათუმი“ 0:6 (0:5)

გოლები: 0:1 ზარია (14, პენ), 0:2 წიტაიშვილი (22, პენ), 0:3 ღუდუშაური (31), 0:4 წიტაიშვილი (34), 0:5 წიტაიშვილი (41), 0:6 იაკობსენი (69, პენ)

„სამგურალი“ – „გაგრა“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 ლომთაძე (28, პენ), 1:1 ბალანიუკი (47, პენ), 2:1 კაგაიამა (51), 2:2 შონგა (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112993