ფეხბურთი

3:15 | 28.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინოს" მწვრთნელი: "საზონოვს ბევრი აქვს სასწავლი, იმედია, გუნდს კარგად შეეწყობა"

„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ დაცვაში შექმნილ საკადრო პრობლემებზე ისაუბრა და იმედოვნებს, რომ საბა საზონოვი გუნდის ძირითად შემადგენლობას კარგად შეეწყობა.

„ამჟამად რუსეთიდან ჩამოსულ საზონოვთან ერთად სამი მცველი გვყავს. მან ბევრი რამ უნდა ისწავლოს და იმედი გვაქვს, რომ გუნდს კარგად შეეწყობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დაცვაში პრობლემები გვექნება, ვინაიდან ბონჯორნოს ტკივილები აქვს, ზიმა და ჯიჯიც ტრავმირებული არიან“, - თქვა იურიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „ტორინო“ 8 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 2 ოქტომბერს, „ვერონას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109613