ფეხბურთი

14:15 | 27.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯენარო გატუზო ფრანგულ გუნდში იმუშავებს

მარსელის „ოლიმპიკის“ მთავარ მწვრთნელად დიდი ალბათობით ჯენარო გატუზო დაინიშნება.

ფრანგული მედიის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და გატუზო შაბათს, „მონაკოს“ წინააღმდეგ გუნდს უკვე უხელმძღვანელებს. გატუზო მარსელინო ტორალს შეცვლის, რომელმაც კლუბი დატოვა, ბოლო ორ მატჩში კი „მარსელს“ ჟაკ აბარდონადო ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ გატუზოს მანამდე „ლიონს“ უკავშირებდნენ, მაგრამ „ლომები“ საბოლოოდ ფაბიო გროსომ ჩაიბარა.

შეგახსენებთ, ჯენარო გატუზო ბოლოს „ვალენსიაში“ მუშაობდა, მანამდე კი „ნაპოლის“, „მილანის“, „პიზას“, „ოფის“, „პალერმოს“ და „სიონის“ მწვრთნელი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122723