ფეხბურთი

19:39 | 26.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

არდა გიულერმა ისევ ტრავმა მიიღო

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი არდა გიულერი ისევ დაშავდა. თურქმა ტრავმა მოირჩინა, მაგრამ მალევე ვარჯიშზე თავიდან დაშავდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არდას ბარძაყის დაზიანება აღენიშნება. ნიჭიერი ფეხბურთელი ლაზარეთში სავარაუდოდ კიდევ ერთ თვეს გაატარებს.

აღსანიშნავია, რომ არდა გიულერმა პირველი დაზიანება პრესეზონზე მიიღო, შესაბამისად, „რეალში“ ოფიციალურად მატჩი ჯერაც არ ჩაუტარებია. ოფიციალურ დებიუტამდე კი, თურქ ტალანტს ლოდინი კიდევ მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114542