ფეხბურთი

23:42 | 25.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

Marca: "რეალში" ანჩელოტის მემკვიდრე ჩაბი ალონსო იქნება

მადრიდის „რეალში“ კარლო ანჩელოტის შემცვლელად უკვე ეძებენ, რომელიც იტალიელს მომდევნო სეზონიდან შეცვლის.

Marca-ს ინფორმაციით, „სამეფო კლუბში“ არჩევანი უკვე გააკეთეს - ჩაბი ალონსოზე. ესპანელი შესანიშნავად მუშაობს ლევერკუზენის „ბაიერში“ და გავლენიანი ესპანური გამოცემის ცნობით, კარლო ანჩელოტის ზაფხულში სწორედ ალონსო შეცვლის.

ჩაბი თავის დროზე მადრიდის „რეალში“ მუშაობდა, შესაბამისად, „სამეფო კლუბის“ ატმოსფეროს ძალიან კარგად იცნობს.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის „რეალთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ დიდი შანსია, იტალიელმა ესპანური გრანდის შემდეგ ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130504