ფეხბურთი

18:50 | 24.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსის" მატჩი ჩაიშალა, მიქაუტაძე ისევ არ ათამაშეს

ამსტერდამის „აიაქსში“ სრული ქაოსია და არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით. ერედივიზიონის მეექვსე ტურში „ფეიენოორდთან“ მატჩი „იოჰან კრუიფ არენაზე“ ჩაიშალა.

„აიაქსმა“ პირველი ტაიმში პრინციპული მეტოქისგან 3 გოლი გაუშვა და ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა. თუმცა, მატჩის დასრულება შეუძლებელი გახდა.

თამაში 3-ჯერ შეწყდა! ჯერ ლუდის ქილის მოედანზე სროლისთვის, მერე ორჯერ პეტარდების მინდორზე გადაგდებისთვის. თამაშის მესამე შეწყვეტის შემდეგ კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ის აღარ გაენახლებინათ. ჯერ უცნობია, რა სანქცია დაეკისრება „აიაქსს“, მაგრამ ალბათ წაგება ჩაეთვლება.

აღსანიშნავია, რომ არეულობა ქალაქის ქუჩებშიც გაგრძელდა, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ფანების გარკვეულმა დაჯგუფებამ "იოჰან კრუიფ არენის" მთავარ შესასვლელში ფიზიკური ძალის გამოყენებით შეღწევაც მოახერხა.

გიორგი მიქაუტაძეს თამაში ისევ არ მოუწია. ზედიზედ მესამედ ის სათადარიგო სკამზე იჯდა, მატჩის შეწყვეტამდე კი მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ მისცემია. რთული იმის თქმა რა იქნება მომავალში, მაგრამ ახლა ისე ჩანს, რომ ქართველმა ფორვარდმა ძალიან ცუდი არჩევანი გააკეთა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104653