ფეხბურთი

22:54 | 23.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ იღბლიანი ლიდერი

ბარსელონას ლუის კომპანისის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე სასწაული მოხდა: მე-80 წუთამდე ჩავის შეგირდებს კარისკენ ხეირიანად არც დაურტყამთ, სტუმარი „სელტა“ კი ყოჩაღობდა, ორი ბურთითაც დაწინაურდა (გოლები ლარსენმა და დუვიკასმა გაიტანეს), მაგრამ უცებ ყველაფერი შეიცვალა, ჯერ რობერტ ლევანდოვსკიმ ხუთი წუთის ინტერვალში (81, 86 წთ) დუბლი მიითვალა, 89-ე წითზე კი ჟოაუ კანსელუმ გამარჯვების გოლი გაიტანა - 3:2...

ამ მოგების შემდეგ „ბარსელონა“ 16 ქულით გალიდერდა, თუმცა ამდენივექულიან“ „ჟირონას“ მხოლოდ ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით უსწრებს.

მთავარ კონკურენტ მადრიდის „რეალს“ კი კვირას ურთულესი მატჩი ელის თანაქალაქელ „ატლეტიკოსთან.“ თუ კარლო ანჩელოტის შეგირდებმა მოიგეს, კვლავ პირველ ადგილზე დაბრუნდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12224