რაგბი

22:20 | 23.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "მხოლოდ ერთი ტაიმი მოსაგებად საკმარისი არაა"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პორტუგალიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში ფრის (18:18) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, მოსაგებად მხოლოდ ერთი ტაიმის კარგად ჩატარება არ კმარა:

„ეს რაგბია და მოსაგებად ერთი ტაიმი არ კმარა. პირველ ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ, მეორეში კი პორტუგალია ყველა კომპონენტში დომინირებდა. ძალიან ბევრი ბურთი დავკარგეთ და როდესაც შესაძლებლობები გვქონდა, ისინი ვერ გამოვიყენეთ. კარგი მეორე ნახევარი ჩაატარა პორტუგალიამ“, - თქვა მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ერთი ფრისა და ერთი მარცხის შედეგად 2 ქულა აქვს, მომდევნო მატჩს კი 30 სექტემბერს, ფიჯის ნაკრებთან ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124336