ფეხბურთი

20:09 | 23.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ „ვერონას“ ლეაუს გოლის წყალობით მოუგო

იტალიური სერია A-ს მე-5 ტურის მატჩში „მილანმა“ თავის „სან სიროზე“ „ვერონას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ერთადერთ ბურთი მილანელთა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, რაფაელ ლეაუმ, მე-8 წუთზე გაიტანა. საგოლე გადაცემა ოლივიე ჟირუმ მიითვალა.

„მილანმა“ 12 ქულა მოაგროვა და ლიდერ „ინტერს“ დაეწია, თუმცა სიმონე ინძაგის გუნდს ბურთების უკეთესი ბალანსი და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული .

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108823