ფეხბურთი

11:05 | 23.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

გირასიმ ბუნდესლიგაში ლევანდოვსკის რეკორდი გაიმეორა

„შტუტგარტის“ თავდამსხმელმა სეჰრუ გირასიმ რობერტ ლევანდოვსკის რეკორდი გაიმეორა - მან ბუნდესლიგის საწყის 5 ტურში 10 გოლი გაიტანა.

გირასიმ მიმდინარე სეზონი საოცრად დაიწყო: 27 წლის ფორვარდმა 3 გოლი გაუტანა „მაინცს“, დუბლი შეასრულა „ბოხუმთან“, „ფრაიბურგსა“ და „დარმშტადთან“, ხოლო „ლაიფციგთან“ მხოლოდ ერთი გოლი იკმარა.

ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის საწყის 5 ტურში 10 გოლი 2020-2021 წლების სეზონში გაიტანა. ახლა პოლონელის გარდა, გვინეელმაც შეძლო იგივეს გაკეთება და ბუნდესლიგის ისტორიაში სეზონი ასე შედეგიანად სხვას არავის დაუწყია.

გირასის კარიერაში საუკეთესო სეზონი შარშან ჰქონდა, როცა ბუნდესლიგაში 11 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი, თავისი კარიერის საუკეთესო შედეგი პრაქტიკულად გაიმეორა - 10 გოლი უკვე შეაგდო.

ბუნდესლიგაში გირასის დიდებული ფორმის წყალობით „შტუტგარტმაც“ მაგარი სტარტი აიღო და 12 ქულით ლიდერია. “შვაბებმა” მე-6 ტურში “დარმშტადტი” 3:1 დაამარცხეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118248