ფეხბურთი

0:47 | 20.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე ირაკლი აზაროვის და გიორგი გოჩოლეიშვილის დებიუტი შედგა

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დონეცკის „შახტარმა“ „პორტუს“ ჰამბურგში უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა, ირაკლი აზაროვსა და გიორგი გოჩოლეიშვილს კი ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდათ.

სამწუხაროდ, არც ერთი ქართველი არ იყო ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ მეორე ნახევარში პატრიკ ვან ლეუვენმა მათ თამაშის შანსი მისცა. აზაროვი მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო გოჩოლეიშვილი 10 წუთის შემდეგ.

„პორტუმ“ უკრაინულ გუნდს ადვილად აჯობა, ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მეორე ტურში „შახტარი“ 4 ოქტომბერს, ბელგიაში „ანტვერპენს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111683