ფეხბურთი

21:46 | 19.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური გამოცემა: "ვალენსიაში" მამარდაშვილის მომავალზე აზრი შეიცვალეს

ესპანური გამოცემა fichajes.net-ი იტყობინება, რომ „ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეცვალეს.

თუ აქამდე ქართველი მეკარე ესპანური კლუბის მთავარი მომგებიანი აქტივი იყო და მზად იყვნენ პირველივე სასურველ შეთავაზებაზე გაეყიდათ, ახლა სხვაგვარად ფიქრობენ. სეზონის კარგმა სტარტმა კლუბს ევროთასებზე გასვლის იმედიც კი გაუჩინა, ამიტომ, თუ ამას მოახერხებენ, „ვალენსია“ გიორგის შენარჩუნებას მომდევნო სეზონშიც ეცდება.

თავის მხრივ, ხსენებული გამოცემა წერს, რომ ლონდონის „ჩელსის“ 40 მილიონი ევრო გამზადებული აქვს და მომდევნო ზაფხულს ეცდება 23 წლის ქართველი მეკარის გადაბირებას. ფაქტია ახლა მხოლოდ ისაა, რომ გიორგი მიმდინარე სეზონს „ღამურებში“ ჩაამთავრებს.

აქვე გეტყვით, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ხუთ მატჩში 4 გოლი გაუშვა და კარი მშრალად ორჯერ შეინახა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109655