ფეხბურთი

13:05 | 19.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ ლოკატელისთან კონტრაქტის 2027 წლამდე გახანგრძლივებს

ტურინის „იუვენტუსი“ ნახევარმცველ მანუელ ლოკატელისთან ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოსაა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ცნობით, ახალი კონტრაქტი ისეა შედგენილი, კლუბი შეძლებს ბიუჯეტის სახელფასო განტვირთვას. მანამდე „ბრაიტონის“ მთავარ მწვრთნელს, რობერტო დე ძერბის სურდა იტალიელი ნახევარმცველის გადაბირება, მაგრამ ლოკატელიმ „იუვენტუსში“ დარჩენა არჩია.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელი „ბებერ ქალბატონში“ 2021/2022 წლების სეზონიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში ლოკატელიმ მონაწილეობა მიიღო სერია A-ს 67 მატჩში, რომელშიც სამი ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109536