ფეხბურთი

1:25 | 19.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

კასანომ დაასახელა მწვრთნელი, რომელიც "ნაპოლიში" გარსიას იდეალურად შეცვლის

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ განაცხადა, რომ „ნაპოლიდან“ რუდი გარსიას თუ გაათავისუფლებენ, ის ანტონიო კონტეთი უნდა შეცვალონ.

„ანტონიო კონტე იდეალური იქნებოდა. მას აქვს თავისი იდეების და გამბედაობა. ის ითამაშებს 3-4-3 სქემით. „ნაპოლიში“ სპალეტის შემდეგ სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მათ წინ გაუძღვება. კონტე ტოპ-მწვრთნელია, მაგრამ არ ვიცი, დე ლაურენტისთან მუშაობას თუ დათანხმდება“, - თქვა კასანომ.

აქვე გეტყვით, რომ ანტონიო კონტე ამჟამად უმუშევარია და ოჯახთან ერთად ატარებს თავისუფალ დროს. კონტე შაბათს, ტურინში, „იუვენტუსისა“ და „ლაციოს“ მატჩს სტადიონზე დაესწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109638