ფეხბურთი

14:23 | 18.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ოსასუნას" ფანები: "მოკვდი გრინვუდ"

პამპლონას „ოსასუნას“ სასჯელი ემუქრება. ლა ლიგის მე-5 ტურში „ოსასუნას“ ფანები „ხეტაფეს“ ფეხბურთელის, მეისონ გრინვუდის მოედანზე გამოჩენას მიუღებელი შეძახილებით შეხვდნენ.

„მოკვდი გრინვუდ, მოკვდი გრინვუდ“, - სკანდირებდნენ პამპლონელები, როდესაც 77-ე წუთზე ინგლისელი მოედანზე შევიდა.

ეს მეისონ გრინვუდის პირველი მატჩი იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში, რადგან შეყვარებულთან სექსუალური ძალადობის გამო ციხეში იჯდა.

ლა ლიგამ „ოსასუნას“ ფანების საქციელზე საქმის წარმოება უკვე დაიწყო და ალბათ, კლუბს გარკვეული სახის სანქცია დაეკისრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119719