ფეხბურთი

22:04 | 16.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

AS: "მამარდაშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რა კარგი მეკარეა"

„ვალენსიამ“ ესპანეთის ლა ლიგის მეხუთე ტურში მადრიდის „ატლეტიკოს“ 3:0 აჯობა, გიორგი მამარდაშვილს კი კარგი თამაში ჰქონდა.

საქართველოს ნაკრებიდან ვალენსიაში დაბრუნებულმა მეკარემ აჩვენა მზადყოფნა და დიეგო სიმეონეს გუნდს გოლი არ გაატანინა. მან 3 დარტყმა მოიგერია. ესპანურ მედიაშიც მისი გარჯა დადებითად შეაფასეს:

AS: „მას მუშაობა მეორე ტაიმში მოუწია და კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რა კარგი მეკარეა ორი შესანიშნავი სეივით, რამაც ხელი შეუშალა მადრიდის „ატლეტიკოს“ გოლის გატანაში“.

Eldesmarque: „მან მეორე ტაიმში ორი ოსტატური სეივით ანგარიში შეინარჩუნა“.

მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მეორედ შეინახა და 5 მატჩში 4 გოლი აქვს გაშვებული. „ვალენსიას“ 9 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 23 სექტემბერს, „ალმერიას“ ესტუმრება. აღსანიშნავია, რომ „ვალენსიამ“ „ატლეტიკოს“ 9-წლიანი პაუზის შემდეგ აჯობა და მადრიდულ გუნდთან 17-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118523