ჩოგბურთი

18:18 | 16.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა დევისის თასზე ტუნისი დაამარცხა

კასპში გამართულ დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ტუნისის ნაკრებს 3:1 მოუგო და პლეი-ოფში გავიდა.

ჯერ კიდევ გუშინ საბა ფურცელაძემ მოეზ ეჩარგუი (6:1, 6ლ4) და ზურაბ ტყემალაძემ აზიზ დუგაზი (3:6, 7:6, 6:4) დაამარცხა, რის შედეგადაც, საქართველო 2:0 დაწინაურდა. დღეს წყვილთა თანრიგში ტუნისელებმა მოიგეს. ალექსანდრე ბაკშისა და ალექსანდრე მეტრეველის დუეტს სკანდერ მანსურიმ და აზიზ უაკამ აჯობეს (6:4, 6:7, 2:6), შედეგად, აფრიკელებმა ანგარიში შეამცირეს.

თუმცა, საბა ფურცელაძემ აზიზ დუგაზი 6:3, 6:4 დაამარცხა, ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ტუნისი 3:1 დაამარცხა.

აქვე გეტყვით, რომ პლეი-ოფის მატჩები 2024 წელს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114403