ფეხბურთი

17:21 | 13.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ყველაზე ხანგრძლივი სანაკრებო კარიერა: ანდორელმა მცველმა ნაკრები დატოვა

ანდორული ფეხბურთის ლეგენდამ ილდეფონს ლიმამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. მან ანდორის ნაკრების რიგებში ბოლოჯერ შვეიცარიის წინააღმდეგ ითამაშა.

ილდეფონს ლიმა არის ფეხბურთელი, რომლის სანაკრებო კარიერა ყველაზე დიდხანს გაგრძელდა - იგულისხმება სათამაშო წლები. მან პირველი მატჩი 1997 წელს ჩაატარა, ბოლო - 2023 წელს.

მან ამ პერიოდში ანდროს ნაკრებში 137-ჯერ ითამაშა. ცხადია, ეს მსოფლიო რეკორდი არ არის, მაგრამ 26 წელი ნაკრებში - ეს რეკორდია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117524