ჭადრაკი

23:09 | 10.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს.

ქართველმა გოგონებმა ნახევარფინალში აშშ-ს ნაკრები 3.5 – 0.5 დაამარცხეს და გადამწყვეტ შეხვედრებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრები ფინალში ყაზახეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, თბილისის დროით 17:00 და 20:00 საათზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1249