ფეხბურთი

1:27 | 10.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრები საკუთარ მოედანზე იაპონიასთან განადგურდა

გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც დამდეგ ზაფხულს უმასპინძლებს, ამხანაგური მატჩებით ემზადება, მაგრამ ჰანსი ფლიკის გუნდში სასიკეთო არაფერი ხდება.

„ბუნდესნაკრებმა“ მორიგი მატჩი წააგო - იაპონიასთან 1:4! თანაც, შინაურ კედლებში, ვოლფსბურგში... ცხადია, ეს განგაშის ზარია და არავინ იცის, ფლიკი ევროპის ჩემპიონატამდე თანამდებობას თუ შეინარჩუნებს.

თავად განსაჯეთ: გერმანიის ნაკრებმა ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო (1 ფრე) და ბოლო 3 თამაში წააგო! შედეგები არც მანამდე იყო მოსაწონი, ბოლოს და ბოლოს, გერმანია მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩა, თან ვინ ჩატოვა? იაპონიამ, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ შეარცხვინა ალემანები.

აზიელებს ერთადერთი გოლი ლერო სანემ გაუტანა, იაპონელთაგან კი, იტომ, უედამ, ასანომ და ტანაკამ იხეირეს. გერმანიის ნაკრებში მძიმე პერიოდია, ევროპის ჩემპიონატამდე კი ცოტა დრო რჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114551