ფეხბურთი

18:17 | 6.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარვახალი - საქართველოს ნაკრების შესახებ: „ძლიერი გუნდია, მაგრამ მეტი შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს“

ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ მცველმა, დანიელ კარვახალმა, საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა, რომელთანაც „ფურია როხა“ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პარასკევს ითამაშებს.

„ისინი მეორე ადგილზე არიან ჯგუფში შოტლანდიის შემდეგ, რომელმაც ასი პროცენტით ყველაფერი გაიღო. ჩვენც დაგვამარცხა.

საქართველო საკმაოდ ძლიერი გუნდია, როცა საკუთარ მოედანზე თამაშობს. მაგრამ მეტი შეცდომის დაშვების უფლება აღარ გცაქვს.“ - ციტირებს კარვახალის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს ესპანეთის ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ თბილისში ითამაშებს. შემდეგ კი კვიპროსის ნაკრებთან მატჩს 12 სექტემბერს გამართავს.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩის შემდეგ ესპანეთის ნაკრებმა სამი ქულა დააგროვა და ამჟამად შესარჩევ ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. თავის მხრივ, საქართველოს ნაკრებმა სამი მატჩი ჩაატარა, რომელშიც ოთხი ქულა მოიპოვა და მეორე პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121707