ფეხბურთი

16:19 | 5.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ასპილიკუეტა: "კვარაცხელია განსხვავებას ქმნის, საქართველოსთან მატჩი ფინალივითაა"

ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველმა სესარ ასპილიკუეტამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს ნაკრებთან მოახლოებულ შეხვედრასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„რეალობა ისაა, რომ რთულ ვითარებაში ვართ, ხელსაყრელ მდგომარეობაში არ ვართ, ორი რთული თამაში გვაქვს, მაგრამ გამარჯვებას უნდა ვეცადოთ. კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც განსხვავებას ქმნის. მას არ უთამაშია ბადახოსში გამართულ მატჩში (2021 წელს - რედ) და შესაბამისად, მე მის წინააღმდეგ არასდროს მითამაშია, მაგრამ ძალიან სწრაფია და შეუძლია თამაშში ცვლილებების შეტანა. საქართველო რთული გუნდია, ჩვენთვის ფინალის ტოლფასი თამაშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოსაგებად“, - თქვა ასპილიკუეტამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11284