ჭადრაკი

12:20 | 5.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილისა და ჯავახიშვილის წარმატება

წარმატებით იასპარეზეს საქართველოს ქალთა ნაკრების წევრებმა: ბელა ხოტენაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდურ ჩემპიონატზე ქალთა შორის.

ქართველი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებული სკოპიეს ‘ალკალოიდი’ დამაჯერებლად გავიდა აპირველ ადგილზე.

ბელა ხოტენაშვილი პირველ დაფაზე ასპარეზობდა და 7-იდან 6,5 ქულით იპირველა.

მეორე ქალთა დაფაზე მოასპარეზე ლელა ჯავახიშვილმა 7-იდან 5,5 ქულა დააგროვა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატზე 8 გუნდი ასპარეზობდა და წრიული სისტემით 7 ტურად გაიმართა.

თითოეული გუნდი 4 ძირითადი და 2 სათადარიგო მონაწილისგან შედგებოდა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137675