ფეხბურთი

19:31 | 4.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა უახლოესი მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 4 სექტემბერს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი ორი მატჩისთვის მოსამზადებლად თბილისში შეიკრიბა. ესპანეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ ეროვნული ნაკრების განაცხადში 23 ფეხბურთელია. საწვრთნელი შეკრების პირველ დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩვენმა გუნდმა 16 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.

გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი სანდრო კალანდაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი. ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი აბურჯანია, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე.

ლეგიონერები, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს, ეროვნულ გუნდს 5 სექტემბერს შეუერთდებიან.

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ესპანეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო თბილისი", საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, კვიპროსი), სოლომონ კვერკველია („ალ ოხდუდი“, საუდის არაბეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო ბათუმი", საქართველო), სანდრო კალანდაძე („დინამო თბილისი", საქართველო), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("ლევანტე", ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო თბილისი", საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო ბათუმი", საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 12 სექტემბერს, ოსლოში ნორვეგიას ესტუმრება.

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113519