ფეხბურთი

16:29 | 4.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგიის ნაკრებს საქართველოსთან მატჩამდე 3 ფეხბურთელი გამოაკლდა

ნორვეგიის ნაკრები საქართველოსთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს დანაკლისით ხვდება.

როგორც ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება, გუნდს „ვილიარეალის“ თავდამსხმელი ალექსანდერ სორლოთი, „მაინცის“ მცველი ანდრეას ჰანჩე-ოსლენი და „ბორდოს“ მცველი სტიან გრეგერსენი დააკლდებიან.

სამივე ტრავმირებულია: სორლოთმა დაზიანება „კადისთან“ შაბათს გამართულ მატჩში მიიღო, ხოლო ჰანჩე-ოსლენი „ვერდერის“ წინააღმდეგ დაშავდა. სორლოთი ნორვეგიის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ძალაა, მან საქართველოს ნაკრებს მარტში, ბათუმში გამართულ მატჩში გოლიც გაუტანა.

ხსენებული ფეხბურთელების ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკებმა მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გამოიძახა, "სერკლ ბრიუგეს" მცველი იესპერ დალანდი, რომელიც ნორვეგიის ნაკრების დებიუტანტია.

შეგახსენებთ, ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114979