ფეხბურთი

11:37 | 1.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" ნიკლას ფიულკრუგი დაიმატა

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ბრემენის „ვერდერიდან“ ნიკლას ფიულკრუგი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

გერმანელმა ფორვარდმა „ყვითლებთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. უცნობია, რა თანხა გადაუხადა „ვერდერს“ „დორტმუნდმა“ ნიკლასის ტრანსფერში.

ნიკლას ფიულკრუგი „ვერდერის“ აღზრდილია, შემდეგ „ფიურტში“, „ნიურნბერგსა“ და „ჰანოვერში“ ითამაშა, ხოლო „ვერდერს“ 2019 წელს დაუბრუნდა. მას შემდეგ მან 99 შეხვედრაში 46 გოლი გაიტანა. მას 2022 წელს დებიუტი გერმანიის ნაკრებშიც ჰქონდა, სადაც შესაშური სტატისტიკა აქვს - 9 მატჩი და 7 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110571