ფეხბურთი

2:00 | 31.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"კრემონეზეს" მწვრთნელი: "ლოჩოშვილი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვიხარია, რომ გვყავს"

იტალიის სერია B-ს მესამე ტურში „კრემონეზემ“ სტუმრად „ტერნანას“ 1:0 მოუგო, ლუკა ლოჩოშვილმა კი მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა, თანაც ძალიან კარგად.

ქართველმა მცველმა კრემონელთა დაცვის ხაზს ულიდერა და გოლშიც დიდი წვლილი მას მიუძღვის, რადგან მის დარტყმას მოჰყვა მასიმო კოდას გოლი. მატჩის შემდეგ „კრემონეზეს“ მთავარ მწვრთნელს დავიდე ბალარდინის სწორედ ლუკაზე ჰკითხეს, მით უფრო, რომ წინა ორ ტურში მას თამაშის შანსი არ მიეცა.

„ლოჩოშვილი ძირითადი შემადგენლობის წევრია, შემდეგ შეიძლება ერთი ან ორი მატჩი არ ითამაშოს, მაგრამ ის „კრემონეზესთვის“ მნიშვნელოვანია, ძლიერი ფეხბურთელია. ცხადია, რომ უნდა მოუმატოს, მაგრამ კმაყოფილები ვართ, რომ გვყავს“, - აღნიშნა ბალარდინიმ.

შეგახსენებთ, რომ „კრემონეზეს“ 4 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 3 სექტემბერს, „სამპდორიას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108852