ფეხბურთი

23:39 | 28.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვიერი: "სპალეტი რომ დარჩენილიყო, "ნაპოლი" სკუდეტოს და ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ განაცხადა, რომ ლუჩანო სპალეტისთან ერთად „ნაპოლი“ ამ სეზონში სკუდეტოს და ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა. რუდი გარსიას ხელში კი, გუნდი 2-3 თვეში ისე ვერ ითამაშებს, როგორც სპალეტის დროს თამაშობდა.

„რუდი გარსია ზღაპრული ადამიანია, მაგრამ მსოფლიოში ძალიან ცოტა მწვრთნელია, რომელიც გუნდს ისე ათამაშებს, როგორც სპალეტი. სპალეტი რომ დარჩენილიყო, „ნაპოლი“ ამ სეზონში სკუდეტოს და ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა. გარსიასთვის ადვილი არ არის, 2-3 თვეში „ნაპოლი“ შარშანდელივით აღარ ითამაშებს, რადგან ყველა მწვრთნელს საკუთარი იდეების გატარება უნდა. ნებისმიერ შემთხვევაში, „ნაპოლი“ ყოველ მატჩს ერთი ან ორბურთიანი უპირატესობით იწყებს, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი ჰყავს (ოსიმენი - რედ)“, - თქვა ვიერიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სერია A-ს ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა და სეზონი კარგად დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113103