ფეხბურთი

18:05 | 27.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"შახტარში" აზაროვის დებიუტი შედგა, გოჩოლეიშვილი - გააძევეს

დონეცკის „შახტარში“ ირაკლი აზაროვის დებიუტი შედგა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილმა წითელი ბარათი მიიღო.

უკრაინის ჩემპიონატის მეხუთე ტურში დონბასელებმა სტუმრად „კოლოსი“ 2:0 დაამარცხეს. აზაროვმა დაცვის მარცხენა ფლანგზე შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გოჩოლეიშვილი საპირისპირო ფლანგზე 37-ე წუთამდე მოქმედებდა, მაგრამ გააძევეს.

მას უხეშობისთვის ჯერ ყვითელი ბარათი უჩვენეს, მერე მომენტი გადაამოწმეს და ყვითელი ბარათი წითელ ბარათად იქცა, შესაბამისად, მოედნის დატოვება მოუწია.

„შახტარი“ 11 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს, სტუმრად „მინაისთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111925